Hotelstar Georgia

სოფლად მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პროგრამა

კლასიფიკაციის რეგიონებში დანერგვის მიზნით იწყება პროექტი „სოფლად მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, რომელიც დამატებით მოიცავს რეგიონებში არსებულ მცირე და საშუალო ზომის განთავსების ობიექტებსაც. პროექტის ფარგლებში ევროპული ვარსკვლავების მისაღებად რეგიონული სასტუმროები ისარგებლებენ 50-80%-იანი თანადაფინანსებით.

   

  • პროექტის პირობები და სამიზნე აუდიტორია:

    • პროექტში მონაწილეობა შეუძლია რეგიონში არსებულ მცირე და საშუალო ზომის სასტუმროს, რომლებსაც აქვთ სურვილი მიიღონ ევროპული სტანდარტების შესაბამისი კლასიფიკაცია;

    • სასტუმრო უნდა მდებარეობდეს რეგიონში (განიხილებიან სასტუმროები შემდეგი ქალაქების გამოკლებით: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი);

    • არ უნდა იყოს ფრენჩაიზით მოოპერირე ობიექტი;

    • გასათვალისწინებელია, რომ პროექტში მონაწილე სასტუმროები უზრუნველყოფენ

      ექსპერტების ტრანსპორტირების, კვებისა და განთავსების ხარჯებს.

პროექტში ჩასართავად შეავსეთ ქვემოთ მოცემული ველები და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ.